მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სკუტერი საქართველოში პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად ვაქციეთ - Scoot Scoot

news image

მეექვსე წელია, რაც Scoot Scoot-ი  საქართველოში დაარსდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს და უკვე ქვეყნის გარეთაც, ორთვლიანი ტრანსპორტის ნაირსახეობას - მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს და ველოსიპედებს სთავაზობს.

დღესდღეობით  Scoot Scoot-ს ბაზრის 50% უჭირავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მონავარდისაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კომპანიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ სკუტერი საქართველოში პოპულარული სატრანსპორტო საშუალება გამხდარიყო.

,,თავდაპირველად, როდესაც კომპანია დავაფუძნეთ და ძალებს ვიკრებდით, დაბალი კლასის იაფ ტრანსპორტად აღიქმებოდა. ჩვენ მოვინდომეთ და შევძელით კიდეც, რომ იგი მძლავრ სატრანსპორტო საშუალებად გვექცია, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამ ტრანსპორტის პოზიცია დღეს დღეს ბაზარზე გამორჩეულია.

სკუტერების გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ მოტოციკლების, მოპედების და ველოსიპედების დიდ არჩევანს. ასევე ეკიპირებისთვის საჭირო აქსესუარებს. მოთხოვნა  იმდენად დიდია, რომ ახალი პარტიები კონტეინერებით ყოველთვიურად შემოდის. მომხმარებლების ნახევარი კურიერებზე მოდის, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ტრანსპორტი გამოცადეს, მიიღეს და მათი ცხოვრების ერთ-ერთი სტილად გაიხადეს. მოთხოვნის 50% სწორედ ასეთ სეგმენტზე მოდის, მეორე ნახევარი კურიერებს უჭირავს“, - ამბობს გიორგი მონავარდისაშვილი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, Scoot Scoot-ის საქმიანობაში საკმაოდ რთული იყო 2022 წელი, როცა მოტოციკლებისa და მოპედების მართვის მოწმობის აღებას დაექვემდებარა და ამან რეალიზაციაზე ნეგატიურად იმოქმედა.

თუმცა, მდგომარეობა გამოსწორდა და დღეს უკვე გაყიდვებში 2021 წლის მაჩვენებლები არათუ გააუმჯობესეს, გაუსწრეს კიდეც.

Scoot Scoot-ის საქმიანობის მიზანიც ეს არის - საზოგადოებაში ორთვლიანი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ტრანსპორტის იმპორტი კი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ინდოეთი, იაპონია  და ჩინეთი. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდობაა, სტუდენტებიდან დაწყებული, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, 40 წლამდე.

ცნობისთვის, Scoot Scoot -ი წარმატებული სტარტაპია, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია ფილიალებს მაღაზიებსა თბილისსა და  ბათუმში. Scoot Scoot -ის სერვისები დაინერგა ბაქოშიც, სადაც წელს ახალი მაღაზია გაიხსნა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა