Signify-ის ციფრული კონტაქტინგის პლატფორმაზე 500, 000-მდე მომხმარებელმა უკვე მოაწერა ხელი ელექტრონულად
Signify არის ციფრული კონტრაქტინგის პლატფორმა, რომლის მიზანია გაამარტივოს დაკონტრაქტების სრული ციკლი. კომპანია მომხმარებლებს გაციფრულებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და კომპონენტს ერთ სივრცეში სთავაზობს რაც გულისხმობს - დოკუმენტის მომზადებას, გაგზავნას, ხელმოწერას, დოკუმენტების ერთ სივრცეში შენახვასა და მართვას.
2 წელზე მეტია რაც კომპანია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს. დღეს Signify-ს იყენებენ თითქმის ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის, ბანკები, სამშენებლო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილერები, საგანმანათლებლო თუ ტურისტული ორგანიზაციები. დღეის მდგომარეობით უკვე 500,000-მდე უნიკალურმა ადამიანმა 1-ხელ მაინც ისარგებლა ამ უნიკალური სერვისით და გამოცადა ელექტრონული ხელმოწერა.
როგორც Signify-ის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, პანდემიურ პერიოდში, როცა ბრენდი დაფუძნდა, დოკუმენტების ფურცელზე ხელმოწერა და მართვა კომპანიებისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია არსებობს სრული საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ იურიდიული გარიგებები ელექტრონულად მოხდეს,
,,კომპანიების უმეტესობა ამას მაინც ფურცლებზე აკეთებდა. იმ მომენტში დავიჯერეთ, რომ ქვეყანაში ფურცლომანიის დამარცხებისთვის საჭირო იყო მარტივი პროდუქტის შექმნა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. დაწყებიდან 3 თვეში გავუშვით პირველადი MVP პროდუქტი. გაშვებიდან 1 თვეში კი უკვე დავრწმუნდით, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით სწორ დროს. საქართველოს ბაზარზე კომპანიას არ ჰყავს პირდაპირი კონკურენტი, რომელიც იდენტურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, რადგან პლატფორმა ხელმოწერის გარდა აერთიანებს რამდენიმე პროდუქტს“, - აცხადებს კომპანიის მმართველი პარტნიორი ზვიად წოწკოლაური.
Signify -ის პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად , მოაწერონ ხელი დოკუმენტებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. პლატფორმა სრულად ფარავს ხელმოწერის ყველა მეთოდს, რაც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლებისთვის. მომხმარებელი თავად წყვეტს , ელექტრონული ხელმოწერის რა ფორმით გააფორმოს ხელშეკრულებები. იქნება ეს მეილით ან ტელეფონის ნომრით ხელის მოწერა; ვიდეო იდენტიფიკაციით ხელის მოწერა , ID/ბარათით ან კომპანიის შტამპით ხელის მოწერა თუ Signify Pad-ით.
,,Signify Pad- ბიომეტრიული ხელმოწერის პადები კი განკუთვნილია ნებისმიერი ზომისა და ტიპის ბიზნესისთვის, სადაც ფილიალები ან სერვის ცენტრებია და უშუალოდ მომხმარებელს უწევს ადგილზე მისვლა და ხელმოწერა დოკუმენტებზე. პადებით ხდება ისეთი პრობლემების გადაწყვეტა როგორიცაა: დოკუმენტის მომზადება, ბეჭდვა, ხელის მოწერა ორივე მხრიდან და შემდეგ დაარქივება/შენახვა.
შედეგად კი კომპანია ზოგავს ადამიანურ, ფინანსურ და დროით რესურს, რაც მთავარია აჩქარებს ბიზნეს პროცესებს. ყველა დოკუმენტი უსაფრთხოდ შეინახება ერთ სივრცეში. ჩვეულებრივი პადისგან განსხვავებით, Signify-ს ახალი პადი უსაფრთხოდ ინახავს ხელმოწერის ბიომეტრიულ მონაცემებს. ეს კი მარტივად შესაძლებელს ხდის (საჭიროების შემთხვევაში) დადგინდეს ხელმოწერის ნამდვილობა სახელმწიფო ექსპერტიზის სამსახურების (სამხარაულის) მიერ.
,,ჩვენ ერთი ფანჯრის პრინციპით ვფარავთ პროცესის გაციფრულებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და კომპონენტს. პროექტის გაშვებისთვის კომპანიებს დასჭირდებათ მხოლოდ მოწყობილობების შეძენა და ჩვენს მზა API-სთან ინტეგრაცია“, - აცხადებენ კომპანიაში.
Signify-ს მთავარი გამოწვევა არის ,,შეჩვეული ჭირი” , რაც მომხმარებლის ქცევას უკავშირდება
რკო ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები