მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

შუა დერეფნის განვითარებისთვის მთავარია გაციფრულება - დავით ფერაძე

news image

შუა დერეფნის განვითარება, არა მხოლოდ გამტარუნარიანობის გაზრდაა ან ახალი სავაგონო პარკის შექმნა-დამატება, არამედ დიგიტალიზაცია, ჩვენი დერეფნის გაციფრულება, რათა დრო შემცირდეს, როგორც საბუთების ბრუნვის ისე სხვა მომსახურების სიჩქარე გაიზარდოს, - ამის შესახებ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილთან საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზამ“ ახლახან დაასრულა საინტერესო პროექტი IT მიმართულებით, რაც საკონტეინერო დატა ცენტრის შექმნას უკავშირდება.

„ეს არის პირველი პროექტი საქართველოში რომლითაც ვამაყობთ. ამ პროექტის განხორციელებისთანავე, IT სერვისის მიწოდება მოხდება შეუფერხებლად და რაც ყველაზე მთავარია, დღეს მონაცემთა ბაზას უნდა სწორად შენახვა და მოფრთხილება. ეს მონაცემთა ბაზა რაც კომპანიას გააჩნია, პარტნიორთან მუშაობისას თუ მგზავრთა გადაყვანის სერვისებში სატვირთო კუთხით, მისი შენახვა უსაფრთხო და დაცულ გარემოში მოხდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ვაციფრულებთ იმ ნაწილს რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს რკინიგზამ კომპანია იუჯითისთან ერთად წარმატებით განახორციელა კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა. 

დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.

შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.

Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა