მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

„შოკოტელა“ ფართოვდება და ახალ მაღაზიას თბილისის ცენტრში, ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე ხსნის

news image

ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, „შოკოტელას“ რიგით მეორე ფილიალი ივლისის შუა რიცხვებში გაიხსნება და აქტიურად მიიღებს მომხმარებლებს. და რაც მთავარია, ფილიალი თბილისის ცენტრში, ტურისტულ და ხალხმრავალ უბანში იქნება განთავსებული.

„შოკოტელას“ მაღაზია იხსნება სიონის 8-ში. ეს არის „თბილელის ქარვასლას“ შენობა, სადაც ზედა სართულზე მუზეუმია, ხოლო ქვემოთ უკვე პირველ სართულზე განთავდება ჩვენი მაღაზია. ეს არის პატარა სავაჭრო ცენტრი, სადაც ძირითადად ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები იყიდება. 

ეს ფილიალი გათვლილი იქნება უფრო ტურისტებზე, რადგანაც „შოკოტელას“ პროდუქცია ძალიან მოსწონთ ტურისტებს. ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ვართ წარმოდგენილები ისეთი ტურისტული ნაკადები არ არის“, - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ.

მარიამ კაპანაძის თქმით, ზაფხული შოკოლადის სეზონად არ მიიჩნევა, თუმცა ბრენდს უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებლები. 

„ზაფხული შოკოლადის სეზონი ნაკლებად არის, მაგრამ „შოკოტელას“ თავისი სტაბილური მომხმარებელი უკვე ყავს, რომელიც წლის ნებისმერ სეზონში აკითხავს. შედარებაც არ არის გაყიდვების მიმართულებით შემოდგომა-ზამთრის სეზონთან, მაგრამ კომპანია თავის შენახვას ახერხებს“, - აღნიშნავს მარიამ კაპანაძე.

„შოკოტელა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად მუშაობს და უახლოეს ხანებშიც მის მომხმარებელ ახალი გემო ელოდება, რომლის დამატებასაც „შოკოტელაში“ ახალი ფილიალის გახსნის პარალელურად აანონსებენ. 

შოკოტელა არის ბრენდი ავტორული პრემიუმ ხარისხის შოკოლადის , რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა