„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დააინიციირეს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება.
რას გულისხმობს ცვლილებები?
წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების დაწესებული საფასურები კორექტირდება, კერძოდ:
ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური, ნაცვლად 30 ლარისა, განისაზღვრება 100 ლარით;
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, საფასური 60 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 130 ლარით;
ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისთვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური, ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 130 ლარით.
პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის საბაჟო პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალების საექსპერტო შემოწმების შესაბამისი აქტის შედგენით, ღირებულება მცირდება 30 ლარით, შესაბამისად საფასურად განისაზღვრება 100 ლარი.
თუ სააგენტო უარს განაცხადებს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების განხორციელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმების მიზნით წარმოადგინოს სააგენტოში, რისთვისაც პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების ცვლილება მომსახურების სააგენტოს შემოსავალს გაზრდის დაახლოებით 15 000 000 ლარით.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.
უახლესი
9 საათის წინ
Coca-Cola Bottlers Georgia განცხადებას ავრცელებს10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8323 ლარი გახდა