მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

შავ ზღვაში წყალქვეშ, ღვინის მუზეუმისა და მარნის მოწყობა იგეგმება

news image

შავ ზღვაში წყალქვეშა ღვინის მუზეუმის და მარნის მოწყობა იგეგმება. როგორც „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორმა და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა განუცხადა,

ღვინის კომპანია ამ პროექტის განხორციელებით უკვე დაინტერესებულია. 

„ერთ-ერთი ღვინის კომპანია დაინტერესდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ტერიტორია შევისყიდოთ,  კანონი უკვე არის, რომლის მიხედვითაც ღია ზღვაში ტერიტორიის აღება შეგვეძლება. თუ კი ამ ტერიტორიას ავიღებთ, ღვინის კომპანია მზადაა, წყალქვეშა მუზეუმის გასახსნელად ინვესტიცია განახორციელოს.

ასევე საუბარია იმაზე, რომ წყალქვეშა მარანი გავხსნათ, რადგანაც წყალქვეშ ღვინო უფრო მალე ძველდება. აქ 1 წელი, იქ 3 წლიან დაძველებას უდრის. ეკიდება მოლუსკები. წარმოიდგინეთ, რომ წყალში დაძველებული ერთი ბოთლი ღვინო, ექსპერიმენტალურად, 500 ლარად გავყიდეთ“, - აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.

„პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი ამბობს, რომ ახალი კანონის მიხედვით, ზღვაში ტერიტორიის აღება ნაპირიდან 650 მეტრის დაშორებითაა შესაძლებელი, რაც საკმაოდ შორი მანძილია, მაშინ როდესაც ადრე, მაგალითად მიდიების ფერმის მოსაწყობად ტერიტორიის იჯარით გაცემა და ლიცენზირება ნაპირიდან 120 მეტრის ფარგლებში იყო შესაძლებელი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა