მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

შალვა პაპუაშვილი: ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა, მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით

news image

სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ - აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, თავისი ევროპულობა უკვე განსაზღვრა, ვინაიდან, სწორედ ქართველები იყვნენ დასავლური კულტურის თანაშემოქმედები და ევროპის საწყისებთან დგანან.

„ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმენით თვითმყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი, ჩვენს ერს, თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა, გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია.“ - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა