მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ)  არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტის  -  „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. 

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა პროექტის შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებათ უკეთ გაიცნონ ენერგეტიკის სექტორი. 

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელექტროენერგიის გენერაციიდან მიწოდებამდე სრული ციკლის შესახებ. ამასთანავე, თორნიკე აფრიაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყაროები და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული პოტენციალი.

 ენერგოეფექტურობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, რევაზ გერაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ენერგიის მიზნობრივ გამოყენებასა და მისი დაზოგვის მნიშვნელობაზე. 

პროექტის, „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“,  მიზანია ელექტროენერგიის  სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე, ამასთანავე განახლებადი საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობების შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა