მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს. პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერმანენტულად გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შესახებ, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ, გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას. ამ მიმართულებით, ცენტრმა დაფუძნებიდან დღემდე არაერთი პროექტი განახორციელა. ამჟამად, ვიწყებთ სრულად ახალ პროექტს ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსწავლეებისათვის. პროექტში ამ ეტაპზე ჩართული იქნება 5 საჯარო სკოლა. მომდევნო ეტაპზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სხვა ქალაქებისა და რეგიონის სკოლების ჩართვას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან დღემდე“ მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა