მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკში USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, (სემეკ) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ქალი სტაჟიორების 6 თვიანი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ელეონორა ლაგვილავა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტაჟირების პროგრამის შედეგები, ქალი სტაჟიორების შეფასებები პროგრამასთან დაკავშრებით. სტაჟიორების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრამის მნიშვნელობასა და ეფექტიანობას ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერების კუთხით. პროგრამის მონაწილეებს  გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ენერგეტიკის სექტორში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, სემეკის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში,  USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე NARUC-ის გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2-ჯერ განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში სტაჟირება გაიარეს კონკურსის წესით შერჩეულმა ინჟინერიის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალმა სტუდენტებმა და  ახალმა კურსდამთავრებულებმა. 

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა