მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

სემეკში, ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის წევრები და ქ. რუსთავის მერის მოადგილე.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხს სემეკი დროის პირდაპირ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს.
„ვაკონტროლებთ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ რამდენად სრულდება ტარიფში ასახული საინვესტიციო გეგმები. ამ ეტაპზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს გეგმების შესაბამისად, მიზნობრივად და წესების დაცვით. სემეკის მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვები და ქ. რუსთავის მოსახლეობამ მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
2024-2026 წლებში, ქ. რუსთავში სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 45,971,101 ლარის ინვესტიცია განახორციელდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, ქ. რუსთავში ქსელის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების 75%-ს შეადგენს. მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში კომპანია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა