მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკში ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)  თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები.

 სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა მათიას კნაუფმა ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ, მიმოიხილა ენერგეტიკული სექტორის პრეცედენტული მაგალითები. გარდა ამისა,  უპასუხა მონაწილეთა კითხვებს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკული გაერთიანებების (კოოპერატივები) გამოცდილების შესახებ.

            სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, ენერგეტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ მიზნით, პერმანენტულად მიმდინარეობს კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც ხელს უწყობს რიგ საკითხებზე მხარეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.    

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა