მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა.

ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით, სემეკის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მათ შორის, შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშის შემუშავებასა და კომისიისთვის წარდგენას, სემეკის მიერ დამტკიცებული შესაბამისობის პროგრამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებას, შესაბამისობის პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა ნაწილს შორის ნებისმიერი კომერციული ან/და ფინანსური ურთიერთობის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის დაცვის მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შიდა ორგანიზაციული აქტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევას, შესაბამისობის პროგრამის დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევების შესწავლასა და შესაბამისი ანგარიშის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კოლეგიური ორგანოებისთვის წარდგენას საკითხის გადაწყვეტის გზებისა და განსახორციელებელი ზომების მითითებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული, არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესწავლას, მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით კონსულტაციების გაწევას.

შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე ხდება. კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი შესათანხმებლად წარედგინება სემეკს. წესების შესაბამისად,   შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა