მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 67 მეგავატი შეადგინა

news image

განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია.

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების უმეტესობა (98%) მზის ენერგიაზე მომუშავეა (მზის პანელები), ხოლო ქარისა და წყლის რესურსებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2%-ს შეადგენს.  

            1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 319 ელექტროსადგური. აქედან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 175; ხოლო არასაყოფაცხოვრებო  მიზნებისთვის- 144 სადგური.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 747 ელექტროსადგური, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 420; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 327 სადგური.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის ან ჩამდინარე წლის გამოყენებით. ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.   მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული მაქსიმალურ სიმძლავრე 500 კილოვატს შეადგენს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა