მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული 37 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა.
კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიებს ვადები განესაზღვრათ.
სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევისას, კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლისთვის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ.
სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე 2017 წლიდან დღემდე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16, 255,55 ლარს შეადგენს.
კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ქოლ ცენტრის ნომერზე 16-216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის სოციალური გვერდის საშუალებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა