მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და  დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯების ადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებული მომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტების შესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედა ზღვარს -  500 კილოვატს, ასევე დარღვეული იყო ქსელზე მიერთების პროცედურები. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით კომპანიას მიეცა მითითება, თუმცა განმეორებითი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დარღვევა არ იყო გამოსწორებული, ამასთანავე სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები დარღვეული იყო სხვა  მიერთების შემთხვევაშიც.

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სემეკის მიერ დანერგილი  რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ფლობდეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს და მისი საშუალებით ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს. ელექტროსადგურის მფლობელი/ საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს  გამანაწილებელ ქსელთან და წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია  მოიხმაროს ან მიაწოდოს  იმავე გამანაწილებელ ქსელშიჩართულ ობიექტს.  დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება სემეკის მოთხოვნების დარღვევით.

სემეკი მოუწოდებს გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს/მომხმარებლებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა