მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს - დავით ნარმანია

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის - „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. „Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპია მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომსახურება. სემეკის წევრებთან ერთად გავეცანით უმსხვილესი წყალმომარაგების მენეჯმენტის კომპანიის „Aqualia“-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემები. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სისტემების რეაბილიტაცია, რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. „Aqualia“ გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„Aqualia“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა. „Aqualia“ 2022 წელს მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ „Aqualia“ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. იგი ამჟამად მომსახურებას უწევს 17 ქვეყნის 30 მლნ-მდე მომხმარებელს.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა