მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ბოლო გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან - ოთარ ანგურიძე

news image

ეკონომისტმა ოთარ ანგურიძე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შენარჩუნდა.  წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული გადაწყვიტელა კი კიდევ ერთხელ მიუთოთებს სებ-ის დამოუკიდებლობაზე და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფლებაზე. მისი თქმით, ინფლაცია ისტორიულ მინიმუმზეა, ეს კი ნიშნავს რომ მომენატრული პოლიტიკა ქვეყანაში ძალიან გამართულად მუშაობს.

„სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მქონდა მოლოდინი რომ არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც ძალიან გამიხარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან.“-აღნიშნა ანგურიძემ. 

ეკონომისტმა ისაუბრა სებ-ის მიერ განხორციელებულ  სავალუტო ინტერვენციებზე, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის შესაბამისად, როდესაც ფლობს სავალუტო რეზერვებს, ვალდებულია ჩაერიოს და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში.

„ეროვნულ ბანკს გონივრულ ფარგლებში და საჭიროებიდან გამომდინარე ინტერვენციების განხორციელება შეუძლია. როდესაც რეზერვების მოცულობა აძლევს ამის საშუალებას უნდა ჩაერიოს და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში. პერიოდულად ეროვნული ბანკი ყიდის და ყიდულობს დოლარს, ამ თანხას კი იყენებს მსგავსი აჟიოტაჟური სიტუაციის ჩასაცხრობად.“  - განცხადა ანგურიძემ. 

მისი მოლოდინით კვირის ბოლოს, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შემდეგ, აჟიოტაჟი ჩაცხრება და მოქალაქეები თუ ბიზნეს სექტორი ისევ გამოიტანენ დოლარს გასაყიდად, რაც ლარზე ლოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

„არ არსებობს არგუმენტი რომ უარყოფითი სცენარით განვითარდეს მოვლენები, მშვიდად ჩაივლის არჩევნები და ეროვნულ ბანკსაც არ ექნება საჭიროება მეტი დოლარი დახარჯოს და ინტერვენციების განახორციელოს. თუ აჟიოტაჟი გაგრძელდა და დადგა საჭიროება, სებ-ი კვლავ ჩააცხრობს მას“-აცხადებს ანგურიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა