მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო და ვფიქრობთ, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილებაა - ოთარ ნადარაია

news image

საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ის დონეზე დატოვა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან და პროგნოზებთან თანხვედრაშია.

 

როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია განმარტავს, სებ-ისგადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. აღნიშნულის საფუძვლად ოთარ ნადარაია გარე და შიდა ფაქტორებს და აშშ-ის ისევ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მიიჩნევს.

 

,,სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო და ვფიქრობთ, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილებაა“, -  აცხადებს ოთარნადარაია.

 

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აქვე განმარტავს იმ მთავარ ფაქტორებს და არგუმენტებს, რაც საგულისხმოა არსებულ გარემოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების თვალსაზრისით.

 

,,რა თქმა უნდა შემცირების არგუმენტებიც არსებობს მაგრამ ასევე უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არაერთია, რაც ეროვნული ბანკის პრეს რელიზშია მოცემული, აქ დავამატებდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ პირველ რიგში ამერიკის ფედერალური სისტემის მიერ ჯერ კიდევ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ეს მნიშვნელოვანია ისევე როგორც რა თქმა უნდა გაურკვევლობა და რისკები ყოველთვის სადღეისოდ არის. ამის გათვალისწინებით პრინციპში ჩვენ წლის ბოლომდე საბაზო სცენარით უცვლელად გვაქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და უფრო მეტად მომავალ წელს გვაქვს შერბილება. საშუალოვადიან პერსპეტივაში ნეიტრალური დონე დაახლოებით 7% იქნება, თუმცა ალბათ ნეიტრალურ დონეზე ჩვენი განაკვეთი რომ იყოს ამერიკის განაკვეთებიც ნეიტრალურ დონეზე უნდა იყოს ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებთან ერთად. ამ გარემოებას როგორც ცინეთის ცენტრალური ბანკი ასევე ევროპის ცენტრალური ბანკიც კი აკვირდება რადგან საერთაშორისო მასშტაბით ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განმარტავს ნადარაია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა