მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია - ოთარ ნადარაია

news image

საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ის დონეზე დატოვა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზებთან თანხვედრაშია.

როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია განმარტავს, სებ-ის გადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელ დონეზე შენარჩუნებაზე მრავალი ფაქტორი მიანიშნებდა. მათ შორის იყო გარე და შიდა ფაქტორები და ლარის კურსის მერყეობა,  რაც სებ-ის პრესრელიზშიც იყო აღნიშნული.  ასევე გასათვალისწინებელია აშშ-ის ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე დოლარის განაკვეთი. ის ფაქტი, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ნარჩუნდება, ესეც შემზღუდველი ფაქტორია და გასათვალისწინებელია, როგორც დამატებითი არგუმენტი.  სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკისა და ბევრი ანალიტიკოსის განცხადებით, დოლარის განაკვეთი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი ქვეყნების, არამედ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზეც“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ  სხვა თანაბარ პირობებში წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 8%-ის დონეზე იქნება. 

„სავალუტო შემოდინებები გაძლიერდა. იცით, რომ ლარის კურსზეც უფრო ოპტიმისტურისკენ გადმოვიხარეთ, ვიდრე ნეიტრალურისკენ. ჩვენნაირ ეკონომიკებში, როცა გაურკვევლობა მაღალია და სენტიმენტები იქნება, თუ სხვა ფაქტორები მოქმედებს, ეს რაღა თქმა უნდა შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა და სავალუტო შემოდინებები მაღალია,  ესეც შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია. მაგალითად, გვახსოვს პერიოდი, როდესაც ლარი მყარდებოდა, ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყო, საკრედიტო აქტივობაც მაღალი იყო, მაგრამ ამ პერიოდში სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეამცირა, რადგანაც ეკონომიკის ზედმეტ გადახურებას არ ჰქონოდა ადგილი. ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზი არ შეცვლილა და წლის ბოლოს, დაახლოებით იგივე ნიშნულზე გვაქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ღღეისთვისაა, საუბარია დაახლოებით 8%ზე“, - აცხადებს ნადარაია.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა