სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება
მმართველი პარტია სათამაშო ბიზნესს გადასახადებს უზრდის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შევა.
„თამაშობის ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. ანუ როგორც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ესტონური მოდელი გათავისუფლებული იყო ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან. და იმისათვის, რომ შემცირდეს გარკვეული რისკები განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებაში ეს საკითხი მტკივნეულია ხოლმე თავისი ხანდახან ცუდი და სავალალო შედეგებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები