მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს - რესტორატორთა ასოციაცია

news image

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ინფლაციასთან დაკავშირებით ,,საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ციფრები მისთვის მოულოდნელია.

კერძოდ, როგორც ბურჯანაძე Businee Insider Georgia -თან აღნიშნავს, სექტორში რეალურად არაფერი გაძვირებულა, ამიტომ არ არის გამორიცხული, სტატისტიკაში გარკვეული ცდომილება ფიქსირდებოდეს.

,,ცოტა არ იყოს, უცნაური მონაცემია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში ფასები გაზრდილიყო. რეალურად ამის საფუძველი არ არსებობს. კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი...  ვეჭვობ, რომ ციფრებში ცდომილება ფიქსირდებოდეს.

ხილ-ბოსტნეული არ გაძვირებულა, არც სერვისები და ამ დროს სტატისტიკამ ფასების ზრდა რის საფუძველზე დაადგინა, ნამდვილად გაუგებარია. როგორც წესი, სასტუმრო  და სარესტორნო სფეროში ფასები ინფლაციის კვალდაკვალ იზრდება.

როდესაც ინფლაციური პროცესია, სარესტორნო მომსახურებასთან ერთად, მატულობს პროდუქტების ღირებულებაც,  ეს მოცემულობა რეალურად არ იყო, მართლა გაუგებარი სიტუაციაა. ალბათ, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა სტატისტიკის დეტალები და კითხვებს შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა. 

წლიურ ჭრილში ქვეყანაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები გაძვირდა.

როგორც ,,საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურების ფასები 7%-ით არის გაზრდილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა