სანელებლების მწარმოებელი Waime Spices-ი ასორტიმენტს აფართოებს
წლევანდელი სეზონი სანელებლების მწარმოებელი კომპანია Waime Spices-ის განსაკუთრებით აქტიურია. ლიმნის მარილი, სოლოე როსსო, რომატის საკმაზი და პალაპენიო ახალი გემოებია, რომელიც Waime Spices-ის ასორტიმენტს შეემატა.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ განაცხადა. ,,ყოველთვის ვაახლებთ ასორტიმენტს, ახლა გვაქვს დამატებული რამდენიმე ახალი პოზიცია, როგორიცაა ლიმნის მარილი, სოლოე როსსო, რომატის საკმაზი და პალაპენიო.
მათ შორის, Sole Rosso , რაც ნიშნავს წითელ მზეს. ეს არის ჩვენი ახალი საავტორო საკმაზი, რომელიც დამზადებულია ქართული ტკბილი პომიდვრის ბაზაზე, ბალახეულითა და ნივრით. უხდება როგორც ხორცს, ასევე ყველს, ბოსტნეულს, პასტას, ბრუსკეტებს, ომლეტებსა და ავოკადოს. იგი კერძს შეუდარებელ გემოსა და განსაკუთრებულ, საზაფხულო ხასიათს ანიჭებს.
დაგვემატება საშემოდგომო სანელებლები, რომელიც დატვირთული იქნება საშემოდგომო გემოებით. მთლიანობაში, გვაქვს სუნელების მრავალი სახეობას, ყველა უნიკალურია ფერითა და არომატით. სანელებლების ბაზარი მთელ მსოფლიოში მზარდია. ყველა დროის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია და ეს ტენდენცია გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უბრალოდ, უფრო მეტად იხვეწება და იზრდება ასორტიმენტი, ასევე მომხმარებლის მხრიდან დამოკიდებულებაც შეცვლილია", - ამბობს გიორგი გოგია.
ცნობისთვის, სანელებლების კომპანია Waime Spices საქართველოში 2017 წელს შეიქმნა. კომპანია მომხმარებელს კლასიკურ სანელებლებთან ერთად საფირმო ნაზავებს სთავაზობს. სხვადასხვა დასახელების სანელებლებს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია მაღაზიას ფლობს უნგრეთში, საიდანაც Waime Spices - -ს სანელებლები ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე იგზავნება.
სანელებლების კომპანია Waime Spices საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები