მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზა გაფართოვდა და საყრდენი კედელი მოეწყო

news image

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული ჭავჭავაძის ქუჩა სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი 4 მეტრით გავაგანიერეთ, მოეწყო დამჭერი კედელი, გაკეთდა ტროტუარი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და პრობლემა იყო მანქანების პარკირება, ასევე,  ზემოთ არის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საცხოვრებელი კორპუსები და შესაბამისად,  პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება,  განხორციელებული პროექტის შედეგად კი მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ელექტროსადენები მიწის ქვეშ ჩავიტანეთ, დავამონტაჟეთ განათებების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს ასევე გაეცნენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.  

გზის გაფართოების მიზნით, აშენდა რკინა-ბეტონის  საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი LED სანათებით;  ნიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები; გზის სავალ ნაწილზე შეიცვალა და დაიხაზა ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარით  დაფინანსდა.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა