მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სამ წელიწადში წარმოებაში ათჯერადი ზრდა გვაქვს, უნიკალური რეცეპტები აღვადგინეთ - ,,კარდანახის მამული"

news image

თბილისიდან არცთუ ისე შორს, 100 კილომეტრში მდებარეობს საოჯახო მარანი, რომელიც მე-19 საუკუნის შენობაში ფუნქციონირებს. წინა თაობის ტრადიცია 100 წლის შემდეგ ახლებურად გრძელდება და ვითარდება. 

„კარდანახის მამულის” დაფუძნდა 2020 წელს, როცა მარნის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, იმ დროისთვის არსებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისა და ჰორეკას გაერთიანება.

ბიზნესმა ფუნქციონირება პანდემიის პერიოდში დაიწყო. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინა ქოჩიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ამ ეტაპზე ბრენდი აერთიანებს როგორც ღვინის წარმოებას, ასევე მცირე ზომის, სოფლის ტიპის სასტუმრო კომპლექსს.

„2020 წელს, მაშინ როცა  კოვიდ პანდემიის დროს კარდანახში მე და ჩემმა მეუღლემ, კახა ბაინდურაშვილმა შევიძინეთ  მარანი. შენობას უნიკალური ფასადი აქვს.  შეძენისთანავე გავუკეთეთ ისტორიულ არქიტექტურული კვლევა და აღმოჩნდა რომ, შენობები 1880-1890 წლებშია აშენებული, ერთ-ერთი მათგანი კი ალექსანდრე ოზეროვის არქიტექტურა აღმოჩნდა.

ღვინის წარმოების კუთხით კარდანახი თავისთავად უნიკალური სოფელია. სოფლის კვალობაზე, იგი ერთადერთია მთელ ევროპაში, სადაც ოთხი მიკროზონაა ერთად თავმოყრილი. ეს საოცარი ხედი ჩვენი აივნიდან იშლება. არაჩვეულებრივი პანორამა ალაზნის ველზე და კავკასიონზე. აღვადგინეთ კარდანახისთვის უნიკალური რეცეპტები და ვცდილობთ,  გამოვიყენოთ ჩვენს წარმოებაში. ამ ეტაპზე მომხმარებელს წარვუდგენთ 14 დასახელების სხვადასხვა გემოს არომატის თუ ტექნოლოგიის ქვევრის ღვინოს, მათ შორისაა როგორც პორტვეინი, ისე შემაგრებული ღვინოები, თეთრი და წითელი ქვევრის ღვინოები და ჭაჭა", - ამბობს ნინა ქოჩიაშვილი.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი აღნიშნავს,  წარმოების საწყის ეტაპზე ,,კარდანახის მამული" მხოლოდ 2 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე კი  იწარმოება 14 დასახელების ალკოჰოლური სასმელი.

„გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგია, თუმცა  ყველა კატეგორიის ღვინო ქვევრისაა. გვაქვს  თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები, ასევე შემაგრებული წითელი და მშრალი ვერმუთი  და მისი უდიდებულესობა პორტვეინი, საუკეთესო მუხის და დაფნის ჭაჭა", - ამბობს ქოჩიაშვილი.

როგორც ცნობილია, ,,კარდანახის მამული" ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში გაწევრიანდა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ვიანიდან ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში შეკრებილი საზოგადოება პირდაპირი ჩვენი პროდუქტის მომხმარებლები არიან. გარდა ამისა, გვაქვს საშუალება, პირადად გავესაუბროთ და გავიგოთ მათი აზრი, ბაზრის მდგომარეობა,  ქვეყანაში არსებული პრობლემები; ახალი კანონპროექტები და სხვა", - ასე აფასებს ნინა ქოჩიაშვილი  იმ შესაძლებლობას, რასაც ასოციაციაში გაწევრიანება აძლევს.

რაც შეეხება სიახლეებს, ,,კარდანახის მამულს" მესამე ახალი სახლი დაემატება, სადაც სტუმრების მიღებას უკვე გაზაფხულიდან შეძლებს .

ამ ეტაპზე ქართული ბრენდის პროდუქცია ექსპორტზე პოლონეთში, საფრანგეთში; გერმანიასა და იაპონიაში გადის. რამდენიმე დღეში ამ ბაზრებს დიდი ბრიტანეთი დაემატება.

ადგილობრივ ბაზარზე ,,კარდანახის მამული" წარმოდგენილია ,,8000 მოსავალში"  და თბილისის სხვადასხვა ღვინის ბარში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა