მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

სამ მეტროსადგურში ახალი, ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება

news image

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება.

როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „ქართულ მიკროელექტრონიკასთან“ უკვე გაფორმებულია.

„ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“.

მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზრდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა. როგორც მერმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეტროსადგურს ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარება შეუძლია.

„ეს საკითხი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ასასვლელ-ჩამოსასვლელი, რომელიც, განსაკუთრებით დილის პიკის საათებში, ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოების დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. პირველი იყო მოკლევადიანი - ტურნიკეტების დამატება, რაც უკვე გაკეთებულია - 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა.

ერთ საათში, 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარებაა შესაძლებელი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია.

ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განვახორციელოთ. ამას გარკვეული დრო ჭირდება, თუმცა პირველი ნაბიჯი, მოკლევადიანი პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა