მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საკონტეინერო გადასახადის გადახდა მოუწევს იმპორტიორს ან ექსპორტიორს, ან მათ ვინც ტრანზიტით ისარგებლა - ჯემალ ინაიშვილი

news image

1-ელი თებერვლიდან ქვეყანაში ახალი გადასახადი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით დაიბეგრება.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადასახადის შემოღება არაპოპულარული გადაწყვეტილებაა. 

„ჩემი აზრით ეს არის არაპოპულარული ნაბიჯი, რადგანაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ გადასახადების შემცირებაზე და არა გაზრდაზე. ეს კომპანიების მხრიდან დამატებით ადმინისტრირებას მოითხოვს და ათასობით კონტეინერზე შემდგომ გადასახადის გადახდაზე. 

საბოლოო ჯამში ამ გადასახადის გადახდა მოუწევს იმპორტიორს ან ექსპორტიორს, ან მათ ვინც ჩვენი დერეფნით ტრანზიტულად ისარგებლებს“, - აღნიშნა ინაიშვილმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დაჩქარებული წესით მოხდა და გადასახადის დაწესებისთვის ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შევიდა. 

1. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

2. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

3. საქონლის გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:

ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;

ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა