მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

,,საქკაბელმა’’ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა

news image

„საქკაბელმა“ 4-5 ივლისს გამართულ, საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმში მონაწილეობა მიიღო. კომპანიამ საზოგადოებას საკაბელო და არასაკაბელო კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად ახალი კაბელებიც გააცნო. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ წარმოდგენილ ნიმუშებზე დეტალური კონსულტაცია მიეღოთ.

„საერთაშორისო გამოფენა საუკეთესო ასპარეზია ინფორმაციის გაცვლის, პროდუქციის წარდგენისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებაში მონაწილეობა, B2B შეხვედრები, პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან, რომელიც მომავალი გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

სასიხარულოა, რომ ,,საქკაბელის’’ პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში წარვადგინეთ, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. ამას გარდა, მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟოდ საჭირო სხვა საკაბელო და არასაკაბელო მიმართულების პროდუქტები, რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება. განახლებადი ენერგიის ნებისმიერ მომხმარებელს უკვე შეუძლია ,,საქკაბელის’’ ქსელში შეარჩიოს: კაბელების საჭირო სახეობა, გოფრირებული მილი და ,,შნაიდერ ელექტრიკის’’ პროდუქცია.

გამოფენის ფარგლებში კიდევ ერთი ინოვაციური სიახლე – ახალი ბრონირებული NAYBY კაბელი  გავაცანით ვიზიტორებს, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს.’’ – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე. 

ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმზე ,,საქკაბელის’’ პარტნიორი ფრანგული ბრენდი ,,შნაიდერ ელექტრიკის’’ EVC და სოლარ მიმართულებით ბიზნესის განვითარების მენეჯერმა-კაგატაი გოდელმა, თანამედროვე ტენდენციებზე, მზის ელექტრო სადგურებისთვის აუცილებელ კომპონენტებზე ისაუბრა.

„საქკაბელის’’ მიერ წარმოებულ „სოლარ“ კაბელზე შესაბამისი სერტიფიკატი ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ გასცა. აღნიშნული ადასტურებს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების თუ გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა.  ,,საქკაბელის’’ წარმოებული „სოლარ“ კაბელის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას საიზოლაციო მასალაში გამოყენებული ფრინველებისა და მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატის შემცველობა წარმოადგენს.

„ჩვენს ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამომუშავების დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ტრანზიციის გზაზე. მოხარული ვართ, რომ „საქკაბელს“, როგორც ქვეყნის საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას, გვეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ  ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და მდგრადობას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა“, – დავით კაპანაძე. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის, საკონსულტაციო კომპანია Invest In Network-ისა და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, „საქართველოს ენერგეტიკულმა გამოფენამ და ფორუმმა“ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები,  ენერგეტიკის სექტორის მთავარი მოთამაშეები, ექსპერტები და ფინანსური ორგანიზაციები გააერთიანა.

შეგახსენებთ, „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 66 წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა