მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

სახელმწიფოს გრანტებით დაფინანსებულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი - ლევან დავითაშვილი

news image

ქვეყანაში შეიქმნა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლიდან დღემდე 100 და 150 ათას ლარიანი გრანტებით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ჯამში 44 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისთვის აღნიშნულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი კერძო ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენების დროს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პოლიტიკამ, რომელიც საერთაშორისო IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს მოიცავდა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი - 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 784,4 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა, 2016 წელთან შედარებით კი 29-ჯერ არის გაზრდილი.

„მომავალ წლებში გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს (SME) და R&D კომპანიის სტატუსები და ამოქმედდება მნიშვნელოვანი საშეღავათო საგადასახადო პირობები სამივე კატეგორიის კომპანიებისთვის. 2025 წლიდან ამუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებას და დაფინანსებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის, ფაგებისა და აგროტექნოლოგიების საერთაშორისო კომპეტენციის ცენტრები. 2025 წელს ქუთაისში გაიხსნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი, ასევე გაგრძელდება სასწავლო კურსების შეთავაზება მოწინავე IT პროფესიებში.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა