„სახე-დარი“ საკვები დანამატების წარმოებას გეგმავს
Business Insider Georgia-სთან ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს სახედრის რძისგან საკვები დანამატები დაამზადოს და ისე გაყიდოს.
„რამდენიმე ხნის უკან ჩვენ „ბაქტერიოფაგში“ დავამზადეთ ფხვნილი. ანუ შეგაქვს თხევადი რძე, რომელიც იყინება და ვაკუუმით +18 გრადუსზე ყველანაირი შრატი და სითხე ორთქლდება და რჩება ფხვნილი. აღნიშნული ფხვნილისგან მზადდებოდა ვირის რძის ფხვნილი, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ეს მიღებული ფხვნილი ვაქციოთ აბებად და ისე გავიტანოთ ქსელში. ეს იქნება საკვები დანამატი და მას ანალოგი არ ექნება. მინდა, რომ მასზე წვდომა ჰქონდეს ყველას“, - აცხადებს ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებდა. ფერმაში სამი ძირითადი მიმართულებაა - კოსმეტიკური, ჯანმრთელობის და კვების.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები