მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი TOP-5 ავიაკომპანია

news image

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ოთხი თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 753,193 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა  ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-ი, იანვარ-აპრილში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 1 233,295 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-აპრილში განმავლობაში 371,562 ტონა ტვირთი გაატარა.

4 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 254,862 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ინდური სატვირთო ავიაგადამზიდავი Pradhaan Air-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე  225,122. ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Georgian Airlines;

MNG Airlines;

Cargolux Airlines;

Pradhaan Air.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა