საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 83%-ი 10 წელზე მეტი ასაკისაა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რაოდენობა 1 296,4 ათასს შეადგენს.
წლოვანების მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 200,0 ათასი 5-დან-10 წლამდე ასაკისაა, რაც მთლიანი სტატისტიკის 13%-ია.
2-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 35,6 ათასი ერთეულია.
2022 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო 2 და 2 წელზე ნაკლები ასაკის 24,1 ათასი ავტომობილი.
2022 წლის მდგომარეობით ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 1 563,2 ათასი ავტომობილი. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მაჩვენებელთან 5%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსათვის რეგისტრირებული ავტომობილების 85%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
2022 წლის სტატისტიკით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 333,0 ათასი ავტომობილი. რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 35%-ი კი თბილისშია თავმოყრილი.
უფრო კონკრეტულად 2022 წლის ბოლოსთვის თბილისში რეგისტრირებული იყო 467,9 ათასი მსუბუქი ავტომობილი.
ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, სადაც გასული წლის სტატისტიკით 183,2 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული.
ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილზეა, სატვირთო ავტომობილები, რომელთა რაოდენობამაც 2022 წლის ბოლოსთვის 111,2 ათასი ერთეული შეადგინა. რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილების 24%-ი კი თბილისშია რეგისტრირებული.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სტატისტიკით ქვეყანაში რეგისტრირებული 1 563,2 ათასი ავტომობილიდან 1 333,0 ათასი იყო მსუბუქი ავტომობილი, 111,2 ათასი სატვირთო ავტომობილი, 64,6 ათასი სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, 54,3 ათასი სამგზავრო (ავტობუსები და მიკროავტობუსები) და 0,1 ათასი უცნობია.
უახლესი