საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 113 900 ჰიბრიდია
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 41%-ი ბენზინზე მომუშავეა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 563,2 ათასი ავტომობილი, საიდანაც უმეტესობა 635,2 ათასი ავტომობილი ბენზინზე მომუშავეა.
ავტომობილების 19%-ი კი საწვავად დიზელს იყენებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელისთვის ქვეყანაში 300,8 ათასი ავტომობილი იყო დიზელის საწვავზე მომუშავე.
154,5 ათასი ავტომობილი კი საწვავად ბენზინ-აირს იყენებდა, ხოლო 113,9 ათასი ავტომობილი იყო ჰიბრიდი.
ხოლო 2022 წლის მონაცემებით 3,3 ათასი ავტომობილი ელექტრო იყო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები