საქართველოში პომიდვრის 98%-ი თურქეთიდან შემოდის
2024 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის პომიდორი იყიდა. მიმდინარე მაჩვენებლებით, ქვეყანაში პომიდორის იმპორტი 1%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 17,106.83 ათასი დოლარის ღირებულების 26,950.61 ტონა პომიდორის იმპორტი განახორციელა, ხოლო 2023 წელს კი 26,623.04 ტონა პომიდორის.
საქართველოში პომიდორის ნომერ პირველი იმპორტიორი თურქეთია. საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველო პომიდორის იმპორტი სულ 6 ბაზრიდან მოახდინა:
თურქეთი - 26,339.04 ტონა,
აზერბაიჯანი - 562.56 ტონა,
ირანი - 47.05 ტონა,
სომხეთი - 1.32 ტონა,
ნიდერლანდები - 0.61 ტონა,
საფრანგეთი - 0.04 ტონა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები