მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

საქართველოს პოზიცია მსოფლიო ბანკის 2023 წლის ლოგისტიკის ინდექსში 40 საფეხურით გაუმჯობესდა

news image

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში (Logistics Performance Index-LPI) საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

2023 წლის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 119-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული ინდექსი 2018 წლის შემდეგ პანდემიის გამო არ გამოქვეყნებულა. ლოგისტიკის ინდექსის 2023 წლის მონაცემებით საქართველოს აქვს 2.7 ქულა.

Logistics Performance Index (LPI) ინდექსის გაუმჯობესება ცხადყოფს საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური როლის გაძლიერებას საერთაშორისო ვაჭრობასა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში.   

ლოგისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს, გამოავლინონ გამოწვევები და შესაძლებლობები საერთაშორისო სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში.

ინდექსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკური ბაზრის მონაწილეების გამოკითხვის მიხედვითაა შედგენილი. შეფასება ხდება 6 სხვადასხვა კრიტერიუმით. მათ შორისაა, საბაჟო - საზღვრის კვეთის პროცედურების ეფექტიანობა; ლოგისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ეფექტურობა; კონკურენტუნარიანი ფასების მქონე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზების სიმარტივე; ლოგისტიკური მომსახურების ხარისხი და კომპეტენცია; გადაზიდვის მიკვლევადობისა და თვალყურის დევნების შესაძლებლობა და დაგეგმილ დროში ტვირთის დროულად მიწოდების მაჩვენებელი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა