მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს პირველი სოლიდური, ხელშესახები ზრდა წელს აქვს - ალბათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება | დევიდ ვავრა

news image

არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელმა ეკონომიკამ საკმაოდ მკაცრი ბოლო ოთხი წელი გამოიარა. საკმარისია გავიხსენოთ შოკების მასშტაბი და სიდიდე, კოვიდით და სასაქონლო ფასების შოკით დაწყებული და უკრაინის ომით გაგრძელებული, რამაც სირთულე შეუქმნა გლობალურ ეკონომიკას და განსაკუთრებით ამ რეგიონს, - ამის შესახებ სებ-ის საერთაშორისო კინსულტანტმა დევიდ ვავრამ კონფერენციის ფარგლებში „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებულმა ვაჭრობისა და ფინანსების ნაკადების მიმართულების შეცვლამ რეგიონს სარგებელიც კი მოუტანა.

„მიგრანტებმა და მათ შემოყოლილმა ფინანსებმა საკმაოდ გაზარდა მთავრობის შემოსავლები და ზრდის საშუალება მისცა საქართველოსა და რეგიონს. ეს ეფექტი შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდეს და წელსაც სარგებელი მოიტანოს, თუმცა, კითხვა და ნამდვილი სირთულე რეგიონის ქვეყნებისთვის იქნება - რა მოხდება ამის შემდეგ, ვთქვათ, 2025 წელს და შემდგომში? მიიღებენ თუ არა ეს ქვეყნები გრძელვადიან სარგებელს ამ მოკლევადიანი ტურბულენტობისგან?

რუსეთთან ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წელია ზრდის თვალსაზრისით მომგებიანია, თუმცა, მოსალოდნელია, გააჩნია რუსეთის ეკონომიკას, რომ ეს უარყოფით ფაქტორად და რისკად იქცეს. ვაჭრობისა და ფინანსების სხვა ბაზრებისკენ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებისკენ სწრაფ რეორიენტაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მოკლევადიანი მოგება მომავალშიც გაგრძელდეს. 

საქართველოს პირველი სოლიდური, ხელშესახები ზრდა წელს აქვს. ალბათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, ამის საშუალება ნამდვილად არსებობს, თუმცა, მთავარი კითხვა ისაა, რა მოხდება მომავალ წელს და მის მომდევნო წლებში, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს საქართველო რეორიენტაციას ევროინტეგრაციის ტრაექტორიაზე“, - განაცხადა სებ-ის საერთაშორისო  კონსულტანტმა.

ჟურნალისტის კითხვას, რომ სავალუტო შემოდინებების ფაქტორი, რაც ამჟამად არც ისე მაღალია, როგორ უნდა შეძლოს საქართველომ ამ ფონზე სწრაფი რეორიენტაცია ეკონომიკური ზრდის მდგრადობის მისაღწევად, მაშინ როცა EBRD-ი და სხვა ინსტიტუტებიც აღნიშნავენ, რომ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა შეიძლება ერთჯერადი იყოს, რადგან რუსეთიდან შემოდინებებს უკავშირდება, სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტი აცხადებს, რომ ეკონომიკა საქართველოშიც და ზოგადად რეგიონშიც, არასაკმარისადაა კაპიტალიზებული და საქართველომ ევროკავშირიდან დაფინანსების წყაროები უნდა გამოიყენოს.

„ვგულისხმობ როგორც ფიზიკურ კაპიტალს, ისე ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებს, ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად ისარგებლოთ ევროკავშირისგან ამ მხრივ ხელმისაწვდომი დაფინანსებით. ბევრი მაგალითი არსებობს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მე ჩეხეთის რესპუბლიკიდან ვარ და ჩემმა ქვეყანამ ძალიან ისარგებლა ევროინტეგრაციის შედეგად კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსებით. საქართველოსაც აქვს იგივე შესაძლებლობა. ირლანდიას შევხედოთ, ის წარმატების შესანიშნავი მაგალითია, რომელმაც ევროკავშირის ფონდები გამოიყენა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის მხარდასაჭერად და საბოლოო ზრდისთვის. ესაა საქართველოსთვის კარგი მაგალითები, რომელთაც შეგიძლიათ მიჰყვეთ“, - განაცხადა სებ-ის საერთაშორისო  კონსულტანტმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა