მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 24.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

news image

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.


საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 24.5 მლრდ აშშ დოლარი (66.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 78.7 პროცენტია. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 66.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 275.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად 29.3 და 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავე დროს, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 239.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.


სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.1 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 35.5 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 861.3 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 459.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9 პროცენტი).

 

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი (20.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.0 მლრდ აშშ დოლარი (8.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.


საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.7 მლრდ აშშ დოლარი (34.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 40.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (16.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.1 პროცენტია.


2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო  ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 1.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა,  2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 861.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 460.7 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
 

_______________________________________________________
1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ-ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ-ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგი­ური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა