მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენებისთვის ₾127,9 მილიონის აგროკრედიტი გაიცა

news image

სამეგრელოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება დაიწყო. 

ფერმერი დილარ თოდუა ერთ-ერთი პირველია, ვინც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობს. მან სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი 2017, 2018, 2021 წლებში გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო.

როგორც ფერმერმა აღნიშნა, ბაღების გაშენებას და მეურნეობის გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.

დავით და დილარ თოდუებმა პროგრამით „დანერგე მომავალი“  238,000 ლარის თანადაფინანსება მიიღეს; ბაღების გაშენებისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით გაცემული  შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს.~

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის  გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს.

მათ შორის,  სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია  69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,  41 მლნ ლარზე მეტით თანხით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე  დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება,  მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, 27 მლნ ლარზე მეტი თანხით, 1,500 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში,  ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა