მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, კომპანია ELT Building გახდა

news image

ELT Building, რომელიც „იელთი ჯგუფში" შემავალი კომპანიაა და 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. 

 

კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატული მეტრი ფართი, „ელთ კვარტალის" სახით ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტლის" სახით  თბილისის ისტორიულ ნაწილში. კომპანიის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 130 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოში პირველად, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და უკვე არსებული გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით „იელთი ჯგუფი" გახდა Barceló Hotel Group-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით.

 

კომპანიას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Wyndham Hotels & Resorts, River Rock Hotels & Resorts და IPM OE.

 

„„იელთი ჯგუფის" ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ, მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა ჩვენი მისიის, რომ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირება, ფასდაუდებელია საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტების შექმნისთვის. ამიტომ დიდ ძალისხმევას ვახმართ ამ მიმართულებით განვითარებას" აცხადებენ კომპანიაში.

 

„მივესალმებით ELT Building-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ  დაარსებიდან დღემდე, საკმაოდ მოკლე პერიოდში „იელთი ჯგუფმა" შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. ის, რაც "იელთი ჯგუფს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირებაა მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა