მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შეეხება, ირაკლი კობახიძე გახსნის

news image

ეს კონფერენცია ჩამოყალიბდა ერთ-ერთმნიშვნელოვან კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმად, სადაც კერძო და საჯარო სექტორი წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობით, სწორედ იმიტომ,  რომ თავისი მოსაზრებები გამოთქვან, - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნესინსაიდერის“ ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.

„ვიცით, რომ ბოლო ორი-სამი წელია მაღალი ტემპი გვაქვს ზრდის და კონფერენციის თემად შევარჩიეთ სწორედ ეს საკითხი. თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ ტემპის შესანარჩუნებლად, ამ კუთხით საინტერესოა ორივე მხარის მოსმენა, თუ რას ფიქრობს საჯარო და კერძო სექტორი. ამ კუთხით მოსაზრებების ერთმანეთთან გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ უკვე იმ სტრატეგიისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის ინდუსტრიების მიმართულებით, რომელიც უნდა გარდაისახოს ეკონომიკური ზრდის კონკრეტულ ციფრებში“, -აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

პირველი კონფერენცია 2024 წლის 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა.

ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრემიერი იყო ახალი დანიშნული და ბიზნესს შეხვდა.

„პრემიერმა გადაწყვიტა საჯარო სივრცეში შეხვედროდა ბიზნესს, გაეხსნა ღონისძიება და მოესმინა ის პრობლემატიკა, რომელიც შესაძლოა ბიზნესს ჰქონდეს. ბიზნესის ინდექსი, რომელსაც ჩვენი ასოციაცია აკეთებს, ბიზნესის კლიმატი, დასაქმების ბარომეტრი, საინვესტიციო კლიმატი და ა.შ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.გამოკითხვას ვატარებთ ჩვენს წევრებში და გაერთიანებულად, აგრეგირებულად, ამ მონაცემებს შემდეგ წარვუდგენთ მთავრობას, ხელისუფლებას, საჯარო სექტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, გამოკითხვა გერმანული (მიუნხენის ინსტიტუტის) მეთოდოლოგიით ხდება, რომელშიც მონაწილეობენ კომპანიის დამფუძნებლები, ხელმძღვანელები.

„ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობაა გამოკითხული და შესაბამისად ამ მოსაზრებების მოსმენა არის ყველასთვის საყურადღებო, საინტერესო და გასათვალისწინებელი. ბიზნესის პირველი შეხვედრა პრემიერთან იყო სწორედ გაცნობითი და ჩვენ დინამიკაში 4 წლის მონაცემები წარვადგინეთ, პრემიერისგან კონკრეტული შეთავაზებებიც მივიღეთ. დიალოგი  მიმდინარეობს,, გრძელდება და არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ჩვენგან არის შეთავაზებული“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ 17 სექტემბერს იმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა