მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთსა და ეკონომიკური ზრდის პირველი 4 თვის პარამეტრებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს BAG ინდექსის ბოლო კვარტლის კვლევის შედეგები, რომელიც ეხება ბიზნეს კლიმატს, დასაქმების ბარომეტრსა და საინვესტიციო ბარომეტრს. ისაუბრეს ასევე ბიზნეს საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც, BAG ინდექსის ფარგლებში, ასევე შეადგენს კვლევის საგანს.

ზემოაღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნეს.

შეხვედრაზე განხილული იყო ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს და ევროპული ბაზრის პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მეტ მდგრადობასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს ქვეყანას.

„მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში. მოხარულნი ვართ, რომ მისია აქტიურად ადევნებს თვალყურს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე და ქმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს. ფაქტია, და ამას მისიაც აღიარებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერი და ჯანსაღია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის განვითარებისთვის. ასოციაციას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა