მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

news image

მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) ორგანიზაციების საქმიანობა, დარგში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრაზე, რომელსაც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობას და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებსაც ოპერირებისას აწყდებიან, ასევე სახიფათო ნარჩენების მოგროვებას, მათი აღრიცხვიანობის წესს და გადამუშავებას. 

შეხვედრის მსვლელობისას დისკუსია გაიმართა დარგში სტანდარტების დაცვის აუცილებლობასა და ბაზრის წესების დაცვაზე.  

„ნარჩენების სწორი გზით გადამუშავება და გარემოსდაცვა პრიორიტეტული საკითხია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის, შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში მგვ კომპანიებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკული გამოწვევები და ვიმედოვნებთ, რომ მოხდება პოზიციების შეჯერება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის ნებისმიერი რეგულაცია გარკვეული ბიუროკრატიული  წნეხია და დაკავშირებულია ხარჯებთან, მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც მოემსახურება მომავალი თაობების კეთილდღეობას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა