საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის ისტორია
საქართველოში პირველი STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. პროექტი სკოლის მოსწავლეებისტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და საბუნებისმეტყველო საგნების დაინტერესების მიზნით კომაროვისსკოლისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა.
პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა სკოლისტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ტესტირება გაიარა. საბოლოოდ,პრაქტიკულ ტურში კი მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტებიშექმნეს. ფინალურ ეტაპზე 200-მდესკოლის გუნდიდან 10 საუკეთესო გადავიდა. “ქართულ-ამერიკულისკოლის” გუნდმა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ყველა პრაქტიკულ დავალებას საუკეთესოდ გაართვათავი, ყველაზე ადრე დაასრულა ნაშრომზე მუშაობა და პირველი ადგილიც დაიკავა. საქართველოს ბანკისდაფინანსებით გუნდი – ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვატო გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკაყულოშვილი, სანდრო ნაზღაიძე – ჟენევაში CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში, მენტორთან ერთადგაემგზავრება, ,,ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ კი შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიცაღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკითა და STEM ინვენტარით.
გამარჯვებული გუნდის მენტორმა, გოგა სუქნიძემ, გვიამბო, რა გზა გაიარეს მოსწავლეებმა პირველ STEM ოლიმპიადაში გამარჯვებამდე:
შესარჩევი ეტაპი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩემი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ზუსტ და საბუნებისმეტყველომეცნიერებათა შემსწავლელი კლუბები. ამ კლუბის მოსწავლეებმა გამოთქვეს ოლიმპიადაშიმონაწილეობის სურვილი და მთხოვეს მენტორობა და სხვა მონაწილეების შერჩევაში დახმარება. რა თქმაუნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ჩავატარეთ შიდატესტირება ფიზიკასა და მათემატიკაში. ტესტის შედეგების გაანალიზებამ საშუალება მოგვცა,ჩამოგვეყალიბებინა ისეთი გუნდი, რომელიც მზად იქნებოდა შრომისა და წარმატების მიღწევისათვის.
სამზადისი
ოლიმპიადის ორივე ტურისთვის მოსამზადებლად ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგვეყენებინაკომაროვის სკოლის მიერ შემოთავაზებული კურსები, რომლებსაც მუდმივად ვესწრებოდით ან ვუყურებდით ჩანაწერებს. კურსები ერთდროულად საინტერესოც იყო და სახალისოც. შეხვედრების გარდა, დამოუკიდებლადაც ვიკრიბებოდით, ვარჩევდით ლექციაზე ახსნილის მსგავს ამოცანებს. ორივეეტაპისთვის ვატარებდით ოლიმპიადის სიმულაციებს და შედეგების გაანალიზებით ვცდილობდით,შეგვემუშავებინა საუკეთესო სტრატეგია. ფინალურ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოსწავლეებმაფინალური ტურის სიმულაცია გაითამაშეს. 6 საათის განმავლობაში ერთ ოთახში შევიდნენ და მთელი დრომხოლოდ ამოცანების ამოხსნას დაუთმეს ზუსტად ისე, როგორც ოლიმპიადაზე ელოდათ.
ჩვენი სკოლის რობოტიკისა და ელექტრონიკის კლუბის ხელმძღვანელი, დემეტრე საზონოვი,განსაკუთრებით დაგვეხმარა საფინალო სამზადისისთვის. დემეტრე გვაძლევდა დავალებებს, შემდეგერთად განვიხილავდით შესრულებული დავალების ხარვეზებს და ვცდილობდით გაუმჯობესებას. ჩემიაზრით, სწავლების საუკეთესო გზა სწორედ ასეთი პრაქტიკული მიდგომა არის.
ფინალი
გუნდის 6-ვე მონაწილე 6 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად და ერთობლივად მუშაობდა ინჟინერიისდავალებებზე. ჩვენმა გუნდმა ყველაზე ადრე დაასრულა მუშაობა, რამაც თავდაჯერებულობა შემატამოსწავლეებს. ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო მომენტი, როდესაც პროექტის მენეჯერი,გიორგი ლომიძე, ყველა მონაწილის თანდასწრებით ჟიურის წინაშე პუნქტ-პუნქტად ამოწმებდამოსწავლეების მიერ აწყობილ პროექტს. ამ დროს ყველამ დავინახეთ, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველიდეტალი აბსოლუტური სიზუსტით იყო შესრულებული ჩვენი მოსწავლეების მიერ. სწორედ ამიტომ, პირველი ადგილიც დავიმსახურეთ.
სამომავლო გეგმები
ოლიმპიადაში გამარჯვება ჩვენთვის პატივი და მოტივაციაა. გვინდა, ჩვენს სკოლაში უფრო პოპულარულიგავხადოთ STEM სწავლება. შემდეგი წლისთვის „ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ ჩამოყალიბდება STEM მიმართულების საგნების შემსწავლელი კლუბები, რომლებშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორცჩვენი, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებს.
ფინალში გამარჯვება და მთავარი პრიზის მოპოვება ემოციური იყო გუნდის წევრებისთვის. როგორც თავადამბობენ, ეს გამარჯვება დიდი სტიმულია შემდეგი წარმატებებისთვისა და პროფესიულიგანვითარებისთვის:
,,აქამდე დარწმუნებული არ
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები