მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან

news image

იმ სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა საქართველოს უნივერსიტეტებში, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერ, მიზანდასახულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 16 პარტნიორ უნივერსიტეტში.

მათ შორისაა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სადაც საქართველოს ბანკის 8 სტიპენდიატი გამოვლინდა. პროგრამის გამარჯვებულები საკუთარ ემოციებს გვიზიარებენ:

„ბათუმი საპორტო ქალაქია, რომელსაც შავი ზღვის აუზში ერთ-ერთი ნავსადგური აქვს, აქედან გამომდინარე, გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. საზღვაო აკადემიის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, ავირჩიოთ კონკრეტული მიმართულება, ანუ ლოჯისტიკის გარდა ვსწავლობთ ბიზნესის მართვას. მთლიანობაში  კი პროგრამა  ბიზნესის სხვადასხვა სფეროს შესწავლას ითვალისწინებს. რაც შეეხება სტიპენდიას, სლოგანი „არ გაჩერდე” ზუსტად შეესაბამება ამ პროგრამას, რადგან დიდი მოტივაცია მომცა იმისათვის, რომ არ გავჩერდე, უფრო დიდი მიზნები დავისახო და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ მივაღწიო ამ მიზნებს. დავრწმუნდი, რომ სწავლა და შრომა ყოველთვის ფასდება”, - აღნიშნავს რაქსანა მაკარიანი.

„საქართველოს ბანკის სტიპენდია კიდევ ერთი შემახსენებელია იმისა, რომ ადამიანს ადრე თუ გვიან სწავლა რაღაც მხრივ დაუფასდება. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო სწავლის პერიოდში ფინანსური ბიძგი – შევძელით სამსახურის სამუშაო საათების განახევრება და მეტი დროის დათმობა სწავლისთვის და გართობისთვის. საქართველოს ბანკმა მოგვცა შესაძლებლობა, გვქონდა მეტი თავისუფალი დრო, რომელსაც სხვადასხვა განხრით გამოვიყენებთ”, - ამბობს კიდევ ერთი სტიპენდიატი, ირაკლი მიქელაძე.

„ბათუმი ასოცირდება ზღვასთან, თოლიებთან და თეთრ ფორმიან მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურებთან. სტაბილური პროფესია, რომელიც სავსეა გამოწვევებით, სიახლეებით, თავგადასავლებით, ახალი კულტურისა და ხალხის გაცნობით ყველასათვის საინტერესო და მიმზიდველია. სირთულეები ყველა პროფესიაშია, მაგრამ შტორმი ქმნის გამოცდილ მეზღვაურებს. ამ გზაზე მხარდაჭერა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არგაჩერებისთვის და სრული სვლით წინსვლისთვის”, – განმარტავს ჯონი კახიძე.

რაქსანამ, ირაკლიმ და ჯონიმ საკუთარი საქმე სხვადასხვა მიმართულებით დაუკავშირეს ზღვასსტიპენდიის იდეა კი მათ მიერ არჩეულ გზაზე მათი ხელშეწყობაა, რათა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდნენ!

თუ დაინტერესდით საქართველოს ბანკის სტიპენდიით, მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიეოთ ბმულს. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა