მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ

news image

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 15 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

ახლახან, საქართველოს ბანკის პარტნიორების რიცხვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტისსახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა.

სპორტის უნივერსიტეტს 90 წლიანი ისტორია აქვს

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორია ჯერ კიდევ1935 წლიდან იწყება. სპორტის უნივერსიტეტი დღემდე საქართველოში სპორტული პროფილის ერთადერთიუმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. უკვე 90 წელია, რაც უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსამზადებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე, შემდეგი მიმართულებებით:

  • სპორტის სახეობის მწვრთნელი;
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;
  • სპორტის მენეჯმენტი;
  • ფიტნესი და ჯანმრთელობის სპეციალისტი.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დარგში მეცნიერებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზედაფუძნებულ განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფენ დარგის წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსიპროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპისქვეყნებიდან (ესპანეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია და სხვ). ამავდროულად, ყოველწლიურად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

როგორ არის შესაძლებელი სპორტის უნივერსიტეტში სტიპენდიის მიღება?

სპორტის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სპორტისუნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი, იყოს საქართველოს მოქალაქე და სწავლობდეს საბაკალავროპროგრამაზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტებისსიაც იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა