მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის რიგით 23-ე იდეათეკა დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა

news image

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში გაიხსნა.

იდეათეკაში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაშიგანთავსებული 3000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებითკომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოწყობილია STEM კუთხეც, სადაც ახალგაზრდები  გაეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.

ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად, რიგით 23-ე იდეათეკა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. იდეთეკა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ახალგაზრდებისთვის შექმნის სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.

„წლებია, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. ახლა კი იდეათეკა  მანგლისში,  საჯარო ბილბიოთეკის შენობაში გაიხსნა. გვჯერა,  მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს  შესაძლებლობას, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. საქრთველოს ბანკში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომსწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საქართველოს მასშტაბით იდეთეკების გახსნას და ხარისხიანი განათლების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას“,აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისმიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხესა დაქედაში.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა