მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტრადა მოტორსი გაფართოვდა

news image

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სტრადა მოტორსი ფართოვდება. ახალი სერვის ცენტრი ბელიაშვილის #191 - ში გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია  კი 2 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სერვის ცენტრის მშენებლობას, დანადგარების შესყიდვასა და  ტერიტორიის კეთილმოწყობას მოხმარდა.

ახალი სერვის ცენტრი 1500 კვ.მ ფართობზე აშენდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი დიზაინით მოწყობილ სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. მათ შორის, ავტომობილის მომსახურების ზონებს, მიმღებ განყოფილებას, საპარკინგე ტერიტორიას, კომფორტულ მოსაცდელს, შეხვედრების ოთახს, აქსესუარებისა და ავტონაწილების განყოფილებას,  ტერასას, კაფესა და სხვა სივრცეებს.

„კომპანია სტრადა მოტორსი მსოფლიო ავტობრენდების FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM - ის და ახლა უკვე Chevrolet-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. ის 2010 წელს  შეიქმნა და წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. ჩვენ ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ვემსახურებით. წლების მანძილზე, სტრადა ჯგუფის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2011 წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალი ცენტრი ავაშენეთ, 2014-2016 წლებში კომპანია Jeep-ისა და Alfa Romeo-ს ექსკლუზიური დილერი გავხდით, 2023 წელს დავიმატეთ ამერიკული Dodge და RAM, ხოლო მიმდინარე წელს საქართველოში Chevrolet-ის ოფიციალური დილერები გავხდით. ახლახან, ახალი სერვის ცენტრი გავხსენით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ FIAT - ის, Jeep - ის, Alfa Romeo - ს, Dodge -ისა და RAM - ის ბრენდის ავტომობილების მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრეში მიიღონ. სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს ვპირდებით, ვგეგმავთ Chevrolet-ი ოფიციალურ პრეზენტაციას. ასევე, ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ , FIAT -ის , Alfa Romeo - ს , Jeep- ის , Dodge -ისა და RAM - ის  ახალი შოურუმის მშენებლობის პროექტზე“, - განაცხადა სტრადა მოტორსის დირექტორმა, ზურაბ გვაზავამ.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ მათ ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად  და უკვე არსებულის განსავითარებლად. სტრადა მოტორსთან წლებია ვპარტნიორობთ, არამხოლოდ ფინანსური რესურსითა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების კუთხით, არამედ ქონსალთინგისა და მარკეტინგული  მიმართულებითაც. კომპანიამ, ქართულ ბაზარზე, წლების განმავლობაში როგორც სანდრო, ხარისხიანმა და წარმატებულმა კომპანიამ დაიმკვიდრა თავი. ჩვენთვის ძალიან საამყოა, როდესაც წლიდან-წლამდე კომპანიის ამგვარ განვითარებას და გაძლიერებას ვხედავთ. ამჯერად, სტარდა მოტორსმა ახალი, კომფორტული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია სამომავლოდ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - განაცხადა ნიკოლოზ მითაიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა