მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი - Touch.Point 14 ივნისს, არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება.

ფესტივალის  მთავარი მიზანი საქართველოსა და კავაკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციების და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რათა უფრო მეტად დაახლოვდნენ ტექნოლოგიებთან, გაზარდონ მაკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს,  ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და ის აერთიანებს როგორც პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს, ქინოუთ პრეზენტაციებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point იწყება და ღონისძიების პარტნიორები ვართ. საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე გვსურს  კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ამ სფეროში არსებული სიახლეები გავუზიაროთ და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ინტერაქციულია. პრეზენტაციებს ჩაატარებენ და ვორქშოპებს გაუძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა Google, Meta, Spotify და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე გამოწვებსა და მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლზე კრეატიულ ინდუსტრიაში. ასევე, დაესწრონ ინდივიდუალურ და ჯგუფური სესიებს, რისი მეშვეობით, შეიმუშავებენ ახალ ბაზარზე ეფექტურად შესვლის სტრატეგიებს და მეტს გაიგებენ შემოქმედებითი პროცესის დახვეწისა და დროის ოპტიმალურად გამოყენების გზებზე. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“. - აცხადებენ საქართელოს ბანკში

ღონისძიების Ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა