მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

news image

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, ლაზიკა რეზიდენსი“, სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურში, მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 9.3 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 2.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

მიმდინარე პროექტი 14.000 კვ.მ-ზე 9 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითავლისწინებს. ის 100 ნომრიან სასტუმროს და 205 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ ფართებს, რესტორანს, სპას, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს გააერთიანებს.   მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.

 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. მოხარულები ვართ, რომ განმუხურში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება, რომელიც როგორც სასტუმროს ნომრებს, ასევე საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და  ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა ზაზა ფიფიამ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა