მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფაბრიკაში წიგნის ბაზრობა გაიმართება

news image

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს ფაბრიკასთან - მულტიფუნქციურ სივრცესთან, რომლის ინიციატივით, 21-22 სექტემბერს წიგნის ბაზრობა გაიმართება.

 

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი, მცირე ზომის, დამწყები, ან უკვე გამოცდილებისმქონე გამომცმელობები, რომლებიც მომხმარებლებს საინტერესო ბეჭდურ პროდუქციას სთავაზობენ;წიგნის მაღაზიები ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე,მუსიკაზე, ფილმებსა თუ სხვა საკითხებზე; წიგნის ენთუზიასტები, რომლებიც სტუმრებს სპეციალურადშერჩეულ წიგნებს, პოსტერებს თუ თანამედროვე ბეჭდური ხელოვნების სხვა ნიმუშებს შესთავაზებენ.

 

“მოხარული ვართ, რომ ფაბრიკასთან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება და წელს უკვე მეორედ ვთავაზობთ ბიზნესებსა და მომხმარებლებს საინტერესო ღონისძიებას ბაზრობის სახით. ჩვენი მხარდაჭერით, პირველ შემთხვევაში, წარმატებით გაიმართა ვინტაჟური ნივთების გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკის მულტიფუნქციურ სივრცეში, ამჯერად კი ფაბრიკასთან ერთად ორგანიზებას ვუწევთ წიგნის ბაზრობას, რომელიც, ვფიქრობთ, არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისა და თანამოაზრის შეძენის, მკითხველებს კი მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი და ფაბრიკის თანამშრომლობა კი გრძელდება და მომავალშიც საინტერესო ერთობლივ ინიციატივებს განვახორციელებთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ღონისძიება შაბათს, 21 სექტემბერს 13:00 საათზე დაიწყება და კვირას, 22 სექტემბერს 21:00 საათზე დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა და ვორკშოპი ჩატარდება, მათ შორის ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, VAADS-ის სკოლის წიგნისდიზაინის გამოფენა დაათვალიერონ.

 

საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და წიგნის მაღაზიებს ბაზრობაში მონაწილეობის მიღებისთვის შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/UypxhMzF1dd56eoE6

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა